თურქეთელი ქართველი-ონურ სარიკაია

18425462_10155280051374860_7418638146074821165_n

ბოლო მონაცემებით თურქეთში დაახლეობით ერთ მილიონამდე ქართველია. მათი უმეტესობა საქართველოს ისტორიულ მხარეში ტაოში ცხოვრობს. მიუხედავად სირთულეებისა ისინი ინარჩუნებენ ისტორიულ სამშობლოსთან კონტაქტს. ჩვენ ერთ-ერთ მათ წარმომადგენელს თურქეთელ ქართველს ონურ სარიკაიას გავესაუბრეთ

ონურ, პირველ რიგში თქვენ შესახებ მოგვიყევით, რა არის თქვენი საქმიანობის სფერო თურქეთში?

ონურ სარიქაია , დავიბადე ტაოს სოფელ ქობაქში, 25 წლის . უკვე 7 წელია სტამბოლში ვცხოვრობ და Mimar Sinan Fine Arts University -ში ხელოვნების ისტორიის ფაკულტეტი მაქვს დამთავრებული. ქალაქ იალოვაში ერთ ბიზანტიურ ციხის არქეოლოგიურ სამოუშაოებში ხელოვნების ისტორიკოსად ვმუშაობ, აქამდეც სწავლის პერიოდში სხვადასხვა სფეროებში ვმუშაობდი. პარალელურად ვარ მუსიკოსიც ანსამბლ ’’კაფდაგის” სოლისტი, სადაც ქართულ ხალხურ სიმღერებს ვასრულებთ და სხვადასხვა ინსტრუმენტებზეც ვუკრავთ.

პირველი თქვენი გაცნობა როდის მოხდა ქართულ ფოლკლორთან და ზოგადად კულტურასთან ?

სკოლის ბოლო წლები იყო როდესაც სურვილი გამიჩნდა რომ საქართველოს შესახებ დავინტერესებულიყავი, რადგანაც მივხვდი რომ უდიდესი ცივილიზაციის მქონე ერის შვილი ვიყავი . რამაც მიბიძგა სრულფასოვნად შემესწავლა ენა, ფოლკლორი და მთლიანად ქვეყნის ისტორია. ზუსტად იმ დროს საქართველოდან ხშირად მოიდოდნენ ტურისტები და ვცდილობდი მათათან რაც შემეძლო მაქსიმალურად მესაუბრა ქართულად. შემდეგ გავიცანი ეთნოლოგი როზეტა გუჯეჯიანი და ქართველოლოგი ტარიელ ფუტკარაძე რომელლთა გაცნობამ მნიშვნელოვნად დამაახლოვა ქართულ კულტურასთან. სტამბოლში ჩასვლით და ქართველ ტურისტებთან კონტაქტით წინდაწინ წავიდა ჩემი ქართველოლოგიის სწავლა

ტაო კლარჯეტში დიდი ხნის განმავლობაში ინარჩუნებდნენ ქართულ ტრადიცებს ენას რა ვითარება დღეს რა დონეზეა ისტორიულ სამშობლოსთან კონტაქტი?

დღევანდელ მსოფლიოში ძალიან ბევრი მხარის პრობლემაა სოფლების მასიობრივი დაცლა ეს ტაო კლარჯეთშიც ასეა, სოფლები იცლება ახალგაზდებით და სულ მოხუცებითაა დარჩენილი ტაო. დიდ ქალაქები ენას ტრადიციას რა თქმა უნდა ადვილად აკარგვინებს, რაც შეგვიძლია ვუძლებთ ამას ჩვენ. როგორც საჭიროა ისეთი ძლიერი კავშირი არააქვს ტაო კლარჯეთელ ქართველებს საქართველოსთან. გასულ წლებთან შედარებით შესაძლოა ურთიერთობები განვითარდა და წინ წავიდა კონტაქტები, მაგრამ როგორც საჭიროა იმ დონის არარის სამწუხაროდ

როგორც ვიცით თქვენ ქართული ანსამბლის კაბდაგის სოლისტი ხართ.
საინტერესოა ამ ანსამბლის ისტორიაც

კაფდაგი, თურქეთელ ქართველების ყველაზე ძველი ანსამბლია 1985 წლიდან დღემდე მოვიდა. ანსამბლ კაფდაგსს ხელმძღვანელობს დიდი ახმედის შვილი დიდი იბერია მელაშვილი. ბევრი ანსამბლებია, მუსიკოსებია, რომლებიც ქართულ სიმღერებს მღერიან, მაგრამ კაფდაგი ქართულ ფოლკლორის თურქეთში გასაცნობად უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს რადგანაც მეორე კაფდაგი არდაიბადა თურქეთში სამწუხაროდ

საქართველოში თუ აპირებთ ჩამოსვლას და კონცერტის გამართვას?
საქართველოში ყოველ წელი როდესაც თავისუფალი დრო მაქვს ჩამოვდივარ ცოტა ხნით მაინც. მუდმივად გვენატრება საქართველო მაგრამ მაგრამ ცხოვრება ნებას არგვაძლევს მეტისთვის. კონცერტი თბილისში იყო 2005 წელს კაფდაგის მაგრამ იმის შემდეგ მოწვევა ან მსგავსი რამე არმიგვიღია სამწუხაროდ.
დიდი მადლობა ჩვენზე/თურქეთელ ქართველებზე დაინტერესებისათვის უღრმესი მადლობა თედო !
მადლობა თქვენ საინტერესო ინტერვიუსთვის, წარმატებას გისურვებთ.

დატოვე კომენტარი