ჯორჯიან სერვის ნეთვორკი, სალარო აპარატები და აქსესუარები

მინდა წარმოგიდგინოთ ჯორჯიან სერვის ნეთვორკი. ჯიესენი არის ბულგარული კომპანია, “Daysy Technology”-ის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში, რომელიც წარმატებით ფუნქციონირებს ქართულ ბაზარზე 2011 წლიდან. ძირითადი პროდუქცია, რომლის მოწოდებასაც ახდენს კომპანია არის ფისკალური მეხსირების მქონე სალარო აპარატი და ფისკალური აპარატი. ფისკალური პრინტერი, რომელსაც აქვს ავტომატური კავშირი შემოსავლების სამსახურთან გარდა ამისა ჩვენ მომხმარებლებს ვთავაზობთ: ელექტრო სასწორებს, პოს სისტემებს, შტრიხკოდ მკითხველებს, ფულის უჯრებს, ფულის დედექტორს, ფულის სათვლელ მანქანებს და სხვა მრავალ აქსესუარს. ასევე ჯიესენ-ში შეგიძლიათ შეიძინოთ ფისკალურო და თერმო პრინტერები. ამ დროისთვის კომპანიას  აქვს 17 ფილიალი საქართველოს თითქმის  ყველა რეგიონში, კომპანიის სათაო ოფისი კი მდებარეობს თბილისში. წარმოგიდგენთ მსოფლიოში ყველაზე მობილურ საკასო აპარატს Daisy Compact S, რომლიც … ვრცლად ჯორჯიან სერვის ნეთვორკი, სალარო აპარატები და აქსესუარები

ორ თვიანი პაუზის შემდეგ ჩაკვეტაძე საგოლე გადაცებით დაბრუნდა (ვიდეო)

ბელგიის ჩემპიონატში ტრავმის შემდეგ პირველი მატჩი ითამაშა გიორგი ჩაკვეტაძემ. გენტი გასვლაზე გენკს დაუპირისპირდა და 2:1 დამარცხდა. ქართველი მოედანზე 74-ე წუთზე შემოვიდა და საბოლოოდ საგოლე პასის გაკეთება მოახერხა. რაც შეეხება გიროგი ქვილითაიას ის განაცხადში იყო თუმცა 90 წუთის გატარება მოედნის მიღმა მოუწია. გენტის გოლი 29:20დან https://player.twitch.tv/?autoplay=false&video=v407185614Watch Genk – Gent from r9naldo_fenomeno on http://www.twitch.tv ვრცლად ორ თვიანი პაუზის შემდეგ ჩაკვეტაძე საგოლე გადაცებით დაბრუნდა (ვიდეო)

1921 წლის კონსტიტუციის ძირითადი პრინციპები და პარალელები თანამედროვეობასთან

28 წელია რაც საქართველო ცდილობს თავისი ღირსეული ადგილი დაიმკვიდროს მსოფლიო და განსაკუთრებით ევროპულ ოჯახში. ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასთან ერთად სწორედ ეს სახითხი იქცა ქვეყნის ერთ-ერთ უმთავრეს ქვაკუთხედად. დასავლეთთან ინტეგრაციის გზაზე ძირითადად საერთო მახასიათებლებით ვცდილობთ ფონს გასვლას. მართლაც ევროპულ და ქართულ საზოგადოებას აქვს არაერთი საერთო პრიორიტეტები, რომლებიც პირველ რიგში ქრისტიანული კულტურით, ტოლერანტობითა და შემწყნარებლობით გამოიხატება. ,,მისი გზა მოსკოვსა და პეტროგრადზე კი აღარ მიდის, არამედ შავ ზღვასა სჭრის და დუნაის ხეობაზე გადადის. გვეყო მოსკოვ-პეტროგრადში გაცხრილულ ევროპულ კულტურით კვება, რომელსაც უფრო მეტი მონღოლური შხამი ურევია, ვიდრე დასავლეთის წმინდა სასმელი“… -ამბობს მიხეილ ჯავახიშვილი . თუმცა ობიექტურობისთვის უნდა აღვნიშნოთ, რომ ევროპას მნიშვნელოვნად ჩამოვრჩებით ისეთი მთავარი ნიუანსით, … ვრცლად 1921 წლის კონსტიტუციის ძირითადი პრინციპები და პარალელები თანამედროვეობასთან

Preview: დასავლეთ ბალკანეთი

ეთნიკური კონფლიქტები, დასავლურ საერთაშორისო ორგანიზაციებში გაწევრიანება, რუსული გავლენისგან გათავისუფლება, ქართული რეალობისთვის ნაცნობი გამოწვევებია, ფაქტობრივად ეს ყველაფერი იდენტურად ვლინდება დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებშიც. მათი პოლიტიკურ დღის წესრიგში უმთავრეს პოზიციას სწორედ ეს საკითხები იკავებს. სერბეთ-კოსოვოს კონფლიქტი; ამ რეგიონის ერთ-ერთი მთავარი მოუგვარებელი დავაა. მაკედონიის სახელის ცვლილება და საბერძნეთთან შეთანხმება. ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე ჩვენ დასავლეთ ბალკანეთის მკვლევართან თორნიკე ცირამუასთან ვესაბურეთ, რომლის ვიდეო ინტერვიუს გთავაზობთ. ვრცლად Preview: დასავლეთ ბალკანეთი

მამუკა არეშიძე: “რუსეთის მომდევნო ნაბიჯი შავ ზღვაზე ბათუმისა და ანაკლის აკვატორიის გაკონტროლებაა”

უკრაინის ტერიტორიის სამხრეთ და აღმოსავლეთ ნაწილში 30-დღიანი საომარი მდგომარეობა გამოაცხადდა მას შემდგომ რაც 25 ნოემბერს რუსულმა სამხედრო ფლოტმა ქერჩის სრუტესთან ცეცხლი გაუხსნა უკრაინულ გემებს. რუსეთმა სამი უკრაინული ხომალდი და 24 უკრაინელი მეზღვაური დააკავა. ანექსირებული ყირიმის ქალაქ სიმფეროპოლის ე.წ. სასამართლომ დაკავებულებს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. სწორეს უკრაინისა საქართველოს ოკუპირებულ ტერიოტრიებზე შემქნილ ვითარებაზე ვისაუბრეთ პოლიტოლოგ მამუკა არეშიძესთან რომლის ვიდეო ინტერვიუსაც გთავაზობთ. .ბატონო მამუკა მოგესალმებით, დიდი მადლობა რომ ინტერვიუზე დაგვთანხმდით, ჩვენი ინტერვიუ შავ ზღვაზე განვითარებული მოვლენების შეფასებით დავიწყოთ, როგორც მოგეხესენებათ, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი ახალ ფაზაში შევიდა, მას შემდგომ რაც რუსმა სამხედროებმა ქერჩის სრუტესთან უკრაინული გემები ჩაძირეს. თქვენი შეფასებით რუსეთი განაახლებს ფართომაშტაბიან ომს თუ ეს … ვრცლად მამუკა არეშიძე: “რუსეთის მომდევნო ნაბიჯი შავ ზღვაზე ბათუმისა და ანაკლის აკვატორიის გაკონტროლებაა”

გიორგი თევზაძე: “ახლა მხოლოდ ეროვნულ ნაკრებზე ვფიქრობ”

გიორგი პირველ რიგში შენს ამჟამინდელ მდგომარეობაზე ვისაუბროთ. როგორც ვიცი მცირე ტრავმა გაწუხებს და სეზონის მსვლელობისას არაერთხელ შეგიშალა ხელი. როგორ მიმდინარეობს გამოჯანმრთელების პროცესი და როდის შეგეძლება სრული დატვირთვით ვარჯიში? დიახ კოჭის ტრამვა მქონდა სანამ აქ ჩამოვიდოდი ოპერაცია გავიკეთე და ეხლა კარგად ვგრძნობ თავს. ტრავმების ეტაპი წარსულს ჩაბარდა. სრული დატვირთვით ვარჯიშობ გუნდთან ერთად. მიუხედავად იმისა, რომ ჟილინა შენი პირველი ევროპული კლუბი იყო და ლეგიონერის სტატუსით სადებიუტო სეზონს ატარებ. სასტარტო შეხვედრები მეორე გუნდში საკმაოდ წარმატებული გამოგივიდა, თუმცა მთავარი გუნდის ფორმით ოფიციალურ შეხვედრაში ვერ გიხილეთ. მოგეხსენებათ მე საკმაოდ დიდი დრო გამიცდა, თითქმის 1 წელი არ მითამაშია ტრამვის გამო დინაოს ძირითად შემადგენლობაშიდა აქ ასე უთამაშებელი … ვრცლად გიორგი თევზაძე: “ახლა მხოლოდ ეროვნულ ნაკრებზე ვფიქრობ”

ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო პროგრამა- შედეგები, გამოწვევები, მომავალი

საქართველოს მთავრობის დადგენილების თანახმად, ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო პროგრამამ ათვლა 2016 წლიდან დაიწყო რაც ოთხი წლის განმავლობაში ქართული ფეხბურთის 211 მილიონი ლარით დაფინანსებას გულისხმობს. ასევე გადაწყდა, რომ დამატებით გამოიყოფა დაახლოებით 100 მილიონი ლარი ინფრასტრუქტურული პროექტებისათვის. სწორედ ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო პროგრამაზე და ზოგადად ქართულ ფეხბურთში არსებულ გამოწვევებსა და შედეგებზე ვისაუბრეთ Sport24-ის თანადამფუძნებელთან სპორტულ ჟურნალისტ გიორგი ჯავახაძესთან. პირველ რიგში ჩვენი ინტერვიუ ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო პროგრამაზე საუბრით დავიწყოთ. უკვე მეორე სეზონია, რაც ამ პროგრამით ქართული ფეხბურთი 37 მილიონი ლარით ფინანსდება. სანამ უშუალოდ დეტალებს განვიხილავდეთ ზოგადად შევაფასოთ. რა შეიცვალა მას შემდეგ რაც კლუბები სახელმწიფოსგან ფინანსდებიან. – პირველ ყოვლისა, შეიცვალა ის, რომ ქართულ ფეხბურთში იხარჯება მინიმუმ … ვრცლად ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო პროგრამა- შედეგები, გამოწვევები, მომავალი

რეგიონი- ფაქტები, მოვლენები თანამედროვეობა და მომავალი

29 მაისს სირიის არაბთა რესპუბლიკამ აფხაზეთისა და ე.წ „სამხრეთ ოსეთის“ „დამოუკიდებლობა“ აღიარა. რუსეთის, ნიკარაგუას, ვეენესუელასა და ნაურუს შემდეგ სირია გახდა მეხუთე სალხმწიფო, რომელმაც მხარი დაუჭირა საქართველოს რეგიონების როგორც დამოუკიდებელი სუბიქტის აღიარებას. ქართულმა მხარემ სწრაფადვე მოახდინა რეაგირება და გაწყვიტა დიმპლომატიური ურთიერთობები … ვრცლად რეგიონი- ფაქტები, მოვლენები თანამედროვეობა და მომავალი

თურქეთელი ქართველი-ონურ სარიკაია

ბოლო მონაცემებით თურქეთში დაახლეობით ერთ მილიონამდე ქართველია. მათი უმეტესობა საქართველოს ისტორიულ მხარეში ტაოში ცხოვრობს. მიუხედავად სირთულეებისა ისინი ინარჩუნებენ ისტორიულ სამშობლოსთან კონტაქტს. ჩვენ ერთ-ერთ მათ წარმომადგენელს თურქეთელ ქართველს ონურ სარიკაიას გავესაუბრეთ ონურ, პირველ რიგში თქვენ შესახებ მოგვიყევით, რა არის თქვენი საქმიანობის სფერო თურქეთში? ონურ სარიქაია , დავიბადე ტაოს სოფელ ქობაქში, 25 წლის . უკვე 7 წელია სტამბოლში ვცხოვრობ და Mimar Sinan Fine Arts University -ში ხელოვნების ისტორიის ფაკულტეტი მაქვს დამთავრებული. ქალაქ იალოვაში ერთ ბიზანტიურ ციხის არქეოლოგიურ სამოუშაოებში ხელოვნების ისტორიკოსად ვმუშაობ, აქამდეც სწავლის პერიოდში სხვადასხვა სფეროებში ვმუშაობდი. პარალელურად ვარ მუსიკოსიც ანსამბლ ’’კაფდაგის” სოლისტი, სადაც ქართულ ხალხურ სიმღერებს ვასრულებთ და სხვადასხვა ინსტრუმენტებზეც ვუკრავთ. … ვრცლად თურქეთელი ქართველი-ონურ სარიკაია