რეგიონი- ფაქტები, მოვლენები თანამედროვეობა და მომავალი

29 მაისს სირიის არაბთა რესპუბლიკამ აფხაზეთისა და ე.წ „სამხრეთ ოსეთის“ „დამოუკიდებლობა“ აღიარა. რუსეთის, ნიკარაგუას, ვეენესუელასა და ნაურუს შემდეგ სირია გახდა მეხუთე სალხმწიფო, რომელმაც მხარი დაუჭირა საქართველოს რეგიონების როგორც დამოუკიდებელი სუბიქტის აღიარებას. ქართულმა მხარემ სწრაფადვე მოახდინა რეაგირება და გაწყვიტა დიმპლომატიური ურთიერთობები სირიის რესპუბლიკასთან. სწორედ გუშინ განვითარებულ მოვლენებზე ვისაუბრეთ საერთაშორისო ურთიერთობების მიმოხილველ ზურაბ მენაღარიშვილთან

თუ რუსულ-სირიულ ურთიერთობის ბოლო წლებს შევხედავთ , უფრო ზუსტადასადისა და რუსეთის თანამშრომლობას შეგვიძლია ვთქვათ რო განსაკუთრებულ მოულოდნელობას არ წარმოადგენს აფხაზეთისა და ე.წ სამხრეთ ოსეთის აღიარება, მაგრამ სინტერესო რატომ ახლა, ამ მომენტში და არა მაგალითად 2015 წელს როდესაც რუსეთი ჩაერთო კონფლიქტში და ბევრად სუსტ მდგომარეობაში იყო სირიის მართველი პირები ?

გეთანხმებით, რომ მოულოდნელობას ნამდვილად არ წამოადგენდა სირიის მიერ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარება. რასკვირველია აღნიშნული ფაქტი რუსეთის მოთხოვნითაა განპირობებული და ამ შემთხვევაში აღნიშნული შემთხვევა ერთგვარ გარდაუალობას წარმოადგენდა, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ სწორედ რუსეთია ასადის მთავარი მხარდამჭერი და სამხედრო მოკავშირე. საინტერესოა, რომ თემაზე საუბარი ჯერ კიდევ გასული წლის ზაფხულიდან გახშირდა, მას შემდეგ რაც აფხაზეთმა საერთაშორისო სამრეწველო გამოფენაში, რომელიც დამასკოში იმართება, როგორც დამოუკიდებელი ქვეყანა ისე მიიღო მონაწილეობა, ე.წ. სახელმწიფო ატრიბუტიკისა და რეგლამენტის სრული დაცვით. ამას მოჰყვა არაღიარებული რესპუბლიკისა და სირიის არაბული რესპუბლიკის საპარლამენტო ვიზიტები, რამაც გამოააშკარავა აღიარების რეალური საფრთხე. ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის აღიარება გახლავთ ასადის რეჟიმის მიერ რუსული სამხედრო თუ დიპლომატიური მხარდაჭერის საპასუხო ქმედება, ამის პარალელურად, უნდა აღინიშნოს, რომ ამ ნაბიჯით ასადის ავტორიტეტი კიდევ უფრო გამყარდა სირიის აფხაზურ დიასპორაში, რომელთა თავის მხრივ დაწინაურებული ადგილი უჭირავთ სამხედრო და ბიუროკრატიულ ელიტაში. ვფიქრობ გადაწყვეტილება სპონტანური არ არის, რაც შეეხება თარიღს, შესაძლოა ერთგვარ გაფრთხილებას წარმოადგენდეს ქართული სახელმწიფოს მიმართ, თუმცა აუცილებლად უნდა ვთქვათ ისიც, რომ რუსეთმა ამ ნაბიჯით განაცხადა, რომ იგი საკუთარ პოზიციას არ არბილებს, მიუხედავად საქართველოს მხრიდანკონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მზაობისა.
საგულისხმოა ის, რომ ასადი დღესდღეობით არის ყველაზე უფრო ძლიერი, რაც კი ომის განმავლობაში ყოფილა, არსებობს სტაბილიზაციის სუსტი, თუმცა მაინც შესამჩნევი ელემენტები, ამდენად სხვა პოლიტიკური სუბიექტის აღიარებისთვის შესაფერისი დრო სწორედ მაშინ დადგა, როცა ასადის მთავრობა მეტ-ნაკლებად ძლიერ და სტაბილურ რეჟიმად ჩამოყალიბდა. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს გადაწყვეტილება გაცილებით უფრო უმნიშვნელო იქნებოდა.

ერთი შეხედვით ჩანს რომ სირიაში მიმდინარე მოვლენებმა ირანის ძალაუფლება გაზარდა რეგიონში. განსაკუთრებით სირიაში. რომლის ინტერესებში არ უნდა შედიოდეს საქართველოსთან ურთიერჱობების დაძაბვა მით უფრო იმფონზე როდესაც ქვეყანა არის სანქციების მოლოდინში. რა როლი ითამაშა ამ აღიარებაში ირანულმა მხარემ? რამდენად შეეძლოთ მათ თავიდან აეცილებინათ ეს აღიარება?

ახლო აღმოსავლეთის რეგიონის დაპირისპირება ძირითადად ატარებს ირანულ-ებრაული ან ირანულ-საუდის არაბული დაპირისპირების ნიშნებს. ამ კუთხით ერაყთან, ლიბანსა და იემენთან ერთად აუცილებლად უნდა განვიხილოთ სირიაც. დღეის მდგომარეობით სირიის ტერიტორიაზე იმყოფება ირანული შეიარაღებული ძალების სხვადასხვა ფუნქცციური მიმართულების შენაერთები, ასევე ირანის მიერ მხარდაჭერილი ლიბანური ჰესბოლა(ჰი), რომელიც ერთ-ერთ მნიშვნელოვან როლს თამაშობს სირიის სამოქალაქო დაპირისპირებაში, რომელიც თავის მხრივ, უკვე კარგა ხანია გაცდა სირიის საზღვრებს და რეგიონალური მნიშვნელობა მიიღო. გარდა ამისა, მოგეხსენებათ ალავიტები შიიტური ისლამის წარმომადგენლები არიან, რაც კიდევ უფრო ზრდის ირანის როლს სირიაში, მაგრამ მიუხედავად ამისა, ცალსახაა, რომ სირიაზე უფრო დიდ გავლენებს რუსეთი ფლობს, გამომდინარე ლატაკიაში არსებული სამხედრო ბაზისა და მთელი რიგი სამხედრო თუ დიპლომატიური მოქმედებებისა, აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, ირანი ვერ შეძლებდა სირიაზე ისეთი გავლენის მოხდენას, რომ შეცვლილიყო არსებული გადაწყვეტილება.
სავარაუდოა, რომ ირანი მაქსიმალურად შეეცდება საქართველოსთან შეინარჩუნოს ეკონომიკური, სავაჭრო, კულტურული და დიპლომატიური ურთიერთობები, ამდენად ირანის მიერ საქართველოს ტერიტორიების აღიარება არარაციონალური და არაპრაგმატული სვლა იქნება, რაც ნაკლებად მოსალოდნელია.

მოსალოდნელია თუ არა სხვა ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებმა მიბაძონ სირის , განსაკუთრებით შიიტურიმა ქვეყნებმა?

რისკები ნამდვილად არსებობს. ისეთ ქვეყნებში, სადაც სამხედრო მოქმედებების, (ერაყი, ლიბია, იემენი) საერთაშორისო პარტნიორის ძიების ან ეკონომიკური დაქვემდებარებულობის პირობებში შესაძლოა გაიზარდოს რუსული გავლენები, მოსალოდნელია, რომ დადგეს აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარების ფაქტი, ამიტომ ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერით საქართველოს ძალისხმევა აუცილებლად უნდა იყოს მიმართული იმისკენ, რომ ასეთმა ქვეყნებმა არ გაიმეორონ სირიის შემთხვევა.

არ აღიარების პოლიტიკას რომ შევეხოდ, თქვენი აზრით რა არის მთავარი ბერკეტი რაც აქვს ქართულ მხარეს რომლის გამოყენებაც მოგვცემს შესაზლებლობას ეფექტურად ვებრძოლოთ ამ ძალიან რთულ პროცეს რომელსაც ახორციელებს რუსეთი

არაღიარების პოლიტიკის მთავარი ლოგიკა მდგომარეობს იმაში, რომ მთელ მსოფლიოს დავანახოთ ის, რომ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის შემთხვევა არის ტიპური იმპერიალისტური გამოვლინება ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის მხრიდან და ამ ფაქტს არანაირი კავშირი არ აქვს ერთა თვითგამორკვევის პრინციპთან, თან თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ კონფლიქტებს აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში მოყვა ეთნიკური ნიშნით ქართველთა მასობრივი განადგურება, ნათელი ხდება, რომ ამ პროცესზე აგებულ კვაზისახელმწიფოებრივ წარმონაქმნებს არანაირი ლეგიტიმაცია არ გააჩნია სუვერენულ სახელმწიფოდ აღიარებისთვის.

გოლანის მაღლობის ისრაელის ტერიტორიად აღაიარების ინიციატივა შევიდა კონგრესში.
რამდენად სწორი პასუხი იქნება ქართული მხარის ამ მიერ ამ ინიცატივის მხარდაჭერა?

მე ვფიქრობ, რომ საერთაშორისო ასპარესზე საქართველო აუცილებლად ძალიან მკაცრი უნდა იყოს სირიასთან მიმართებაში. ეს უპირველესად უნდა გამოიხატოს ასადის რეჟიმის წინააღმდეგ მიმართული ქმედებების მხარდაჭერაში. რაც შეეხება აშშ-ს მიერ გოლანის მაღლობის ისრაელის სახელმწიფოს იურისდიქციის ქვეშ მყოფ ტერიტორიად ოფიციალურად აღიარების ფაქტს, ეს მხოლოდ ამერიკელების გადასაწყვეტია. ვფიქრობ, რომ საქართველოს მხრიდან ამ მოვლენის მხარდაჭერა არ არის ის ფაქტი, რომელიც გამოდგება სირიის მიერ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარების საპირწონედ. სამაგიეროდ, საქართველომ კიდევ უფრო პრინციპულად უნდა დაუჭიროს მხარი ქიმიური იარაღის გამოყენების ფაქტის გამოძიებას.

საბოლოოდ, უნდა ითქვას, რომ მიუხედავად იმისა, რომ ასადის რეჟიმს არანაირი ლეგიტიმაცია არ გააჩნია მსოფლიო საზოგადოების წინაშე, ჩვენი ტერიტორიების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება მაინც ცუდი მოვლენაა, თან თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ 2011-წლის შემდეგ (ვანუატუ, რომელმაც შემდგომში აღიარება გააუქმა) აღიარების პრეცედენტი არ დაფიქსირებულა.

დატოვე კომენტარი